„World vision”-მა ურავლის ბაგა-ბაღს საჩუქრები გადასცა

28/03/2016

საერთაშორისო ორგანიზაცია “world vision”-მა ურავლის ბაგა-ბაღს საბავშვო ლიტერატურა და სათამაშოები გადასცა. საჩუქრები ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მუნიციპალიტეტის პირველ პირებთან ერთად პატარებს დაწესებულებაშივე მიუტანეს.

„world vision“ -ის წარმომადგენლებს გამგებელმა მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ პატარებისათვის კომფორტულ გარემოში სწავლა მნიშვნელოვანია, რადგან ისინი სკოლაში მისვლამდე ახალ უნარ-ჩვევებს უნდა დაეუფლონ. ურავლის საბავშვო ბაღში ორი ჯგუფია ფუნქციონირებს, სადაც 40 აღსაზრდელი სწავლობს.

შეგახსენებთ, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ურაველში ტიპიური საბავშვო ბაღი ოფიციალურად საზეიმო ვითარებაში ორი თვის წინ გაიხსნა. პროექტი ახალციხის მუნიციპალიტეტისა და პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაცია „world vision” -ის ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა.

შენობის სრულად რეაბილიტაციას 83 233 ათასი ლარი მოხმარდა, რომლის ფარგლებშიც კეთილმოეწყო სათამაშო და საძინებელი ოთახები, სამზარეულო და სველი წერტილები, შეიცვალა სახურავი, კარ-ფანჯარა და იატაკი. კეთილმოეწყო ეზო და მოპირკეთდა გარე ფასადი. ბაღი ახალი ავეჯით, სათამაშოები, საჭირო ინვენტარითა და ტექნიკით აღიჭურვა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0