ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში VII საერთაშორისო ქართველოლოგიური სიმპოზიუმი გაიხსნა. სიმპოზიუმის თემაა „საქართველო ევროპული ცივილიზაციის კონტექსტში“. სიმპოზიუმის ფარგლებში მუშაობდა აკადემიური სექციები ქართველოლოგიური მეცნიერებების ყველა მიმართულებით: რუსთველი და რუსთველოლოგია, ივანე ჯავახიშვილი და ქართული ისტორიოგრაფია, ქართველური ენათმეცნიერება, შუა საუკუნეების ქართული ლიტერატურა, ახალი და უახლესი ქართული ლიტერატურა, ქართულ-საზღვარგარეთული ლიტერატურული ურთიერთობები, არქეოლოგია, საქართველოს ეკონომიკური და პოლიტიკური პერსპექტივები, ფოლკლორი, ეთნოლოგია, ქარტული ფილოსოფიის ისტორია, ქართული ხელოვნება. ქართველმა და უცხოელმა მეცნიერ-მკვლევრებმა წაიკითხეს მოხსენებები.
VII საერთაშორისო ქართველოლოგიური სიმპოზიუმი გაიხსნა
17/10/2016