ასტროლოგიური დახასიათებების მიხედვით ჩვენ არამხოლოდ ადამიანის ხასიათი, არამედ მისი დამოკიდებულებაც შეგვიძლია განვსაზღვროთ შვილების მიმართ. დღეს გვინდა იმ სამ ზოდიაქოს ნიშანზე გესაუბროთ, რომელთა შორისაც ყველაზე მეგობრული და მხიარული დედები გვხვდებიან.
ტყუპი – ინფანტილური და გაორებული ბუნების გამო, ტყუპი დედობას და მშობლის
ტვირთს იშვიათად აღიქვამენ ზედმეტი სერიოზულობით. ამასთან ერთად, ისინი საკუთარ შვილებში თავისებურ გასართობს ხედავენ, რაც უადვილებთ მათ ბავშვებთან კომუნიკაციას. დედა ტყუპი სიამოვნებით გაერთობა შვილთან ერთად სხვადასხვა თამაშობით და ამით თავადაც უდიდეს სიამოვნებას მიიღებს.
მშვილდოსანი – მისი სახლი ცირკს უფრო წააგავს, ვიდრე სოლიდური ოჯახის დედის სამყოფელს. დედა მშვილდოსანი მხიარული, ოპტიმისტი და ლოიალურია. იგი იშვიათად უჯავრდება შვილებს და არასოდეს სჯის მათ სიმართლისთვის, რაც არ უნდა მწარე იყოს იგი. მშვილდოსანი დედები დიდ ასაკამდე რჩებიან თავიანთი შვილების საუკეთესო მეგობრებად და თანამოაზრეებად.
მერწყული – მერწყულის ზოდიაქოს საერთო დევიზი “ყველა ადამიანი თანასწორია” დედა-შვილობაშიც იჩენს თავს. დედა მერწყული საკუთარ შვილებს ყოველთვის აძლევს არჩევანის თავისუფლებას და არასოდეს ზღუდავს პატარა ადამიანის უფლებებს. გარდა ამისა, იგი მეგობრული და უშუალოა, როგორც დედა. ბავშვებს ზედმეტი კონტროლით არასოდეს უხუთავს სულს და ყოველთვის ცდილობს, რომ მათგან უპირველეს ყოვლისა დამოუკიდებელი პიროვნებები გაიზარდონ.