(SECHSA) დოკუმენტის საჯარო განხილვა

03/11/2016

3 ნოემბერს, სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციულ შენობაში მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ტურიზმის და განვითარების სტრატეგიების სტრატეგიული გარემოსდაცვითი სოციალური და კულტურული მემკვიდრეობის შეფასების (SECHSA) დოკუმენტის საჯარო განხილვა გაიმართა. ამ დოკუმენტის შეფასება (SECHSA) განხორციელდა მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული რეგიონული განვითარების პროექტის (RDP III ) მომზადების ფარგლებში. აღნიშნული პროექტების ძირითადი მიზანია ინფრასტრუქტურული მომსახურებისა და ინსტიტუციური შესაძლებლობის გაუმჯობესება, მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ტურისტული ეკონომიკის განვითარების მიზნით.
შეხვედრას უძღვებოდა მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენელი ანა რუხაძე, რომელმაც მოაწყო რეგიონული განვითარების მესამე პროექტის პრეზენტაცია. წარმოდგენილმა ვერსიამ, რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ნაწილში, აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. მხარეები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში ფონდს მიაწვდიან პროექტის საბოლოო ვერსიაში გასათვალისწინებელ მოსაზრებებსა და შენიშვნებს .
საჯარო განხილვას ესწრებოდნენ გუბერნატორი გოჩა ზეიკიძე, მოადგილეები კობა არაბული და დავით ჯალაბაძე, მხარის მუნიციპალიტეტის გამგეობებისა და საკრებულოს წევრები, ქალაქ მცხეთის მერი და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0