RMG-იმ დაბა კაზრეთში სამამულო ომში დაღუპულ გმირთა სკვერის რეაბილიტაცია განახორციელა.

20/07/2018

3 თვიანი სამშენებლო სამუშაოების შედეგად ადგილზე მოხდა ძველი კედლის დემონტაჟი და ახლის მშენებლობა, დაიგო ფილები, მოეწყო სასეირნო ბილიკები, დამონტაჟდა დასასვენებელი სკამები, რესტავრაცია ჩაუტარდა სამამულო ომში დაღუპულ გმირთა სტელას. სკვერის კეთილმოწყობა „არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა და მის სარეაბილიტაციო სამუშაოებში კომპანიამ 100 000 ლარი დახარჯა. სკვერის გახსნას კომპანია RMG-ის ხელმძღვანელობასთან ერთად ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ბუბა გობეჯიშვილი დაესწრო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0