ProWein 2016-ის დამთვალიერებელთა მხრიდან ქართული ღვინის მიმართ ინტერესი საკმაოდ დიდია

14/03/2016

გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში 13-15 მარტს ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ყოველწლიური საერთაშორისო გამოფენა ProWein-2016 ტარდება, სადაც სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ღვინის ეროვნული სააგენტოს, ასოციაციის „ქართული ღვინო“ და „კახეთის მეღვინეთა გილდიას“ მხარდაჭერით ქართული ღვინის მწარმოებელი 15 კომპანია მონაწილეობს.

გამოფენის გახსნას საქართველოს ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ლადო ჭანტურია დაესწრო.
გამოფენაში მონაწილეობით, ქართველ მწარმოებლებს საშუალება ეძლევათ საკუთარი პროდუქცია მსოფლიოში აღიარებული და ცნობილი კომპანიების ნაწარმის გვერდით წარმოადგინონ.

მასშტაბური და პრესტიჟული გამოფენა ProWein წლის მთავარი მოვლენაა ღვინის მწარმოებლებისთვის, რადგან მათ საშუალება ეძლევათ დაამყარონ ახალი კონტაქტები და მოიძიონ იმპორტიორები, გაეცნონ თანამედროვე ტექნოლოგიებსა და მომსახურებებს. გამოფენის ფარგლებში იმართება მოლაპარაკებები იმპორტიორებთან და სადისტრიბუციო კომპანიებთან ევროპიდან, კანადიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან და აზიის ქვეყნებიდან.

ProWein 2016-ის დამთვალიერებელთა მხრიდან ქართული ღვინის მიმართ ინტერესი საკმაოდ დიდია. გამოფენის სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ და დააგემოვნონ შემდეგი ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიების ღვინოები: „თბილღვინო“, „შატო მუხრანი“, „თამადა“, „კახური ტრადიციული მეღვინეობა“, „კონჭო და კომპანია“, „კორპორაცია ქართული ღვინო“, „ბაგრატიონი 1882“, „ვაზიანი კომპანი“, „ვაინმენი“, „მეღვინეობა ხარება“, „კორპორაცია ქინძმარაული“, „თელავის ღვინის მარანი“, „კახური“, „ბესინი“ და „თელიანი ველი“.

ქართული კომპანიების წარმომადგენლები შეხვედრებს მართავენ ღვინის ბიზნესის განვითარების ხელშემწყობი და ბაზრების კვლევის საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, აგრეთვე იმ კომპანიების ხელმძღვანელობასთან, რომლებიც ქართული ღვინის პოპულარიზაციას ეწევიან.

მასშტაბური და პრესტიჟული გამოფენა ProWein წლის მთავარი მოვლენაა ღვინის მწარმოებლებისთვის, რადგან მათ საშუალება ეძლევათ დაამყარონ ახალი კონტაქტები და მოიძიონ იმპორტიორები, გაეცნონ თანამედროვე ტექნოლოგიებსა და მომსახურებებს. გამოფენის ფარგლებში იმართება მოლაპარაკებები იმპორტიორებთან და სადისტრიბუციო კომპანიებთან ევროპიდან, კანადიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან და აზიის ქვეყნებიდან.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0