12 დეკემბერს, არასამტავრობო ორგანიზაცია PIN-ის ფარგლებში შექმნილი ხონის მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომაზე საბჭოს წევრებმა განიხილეს საგრანტო განაცხადის ფორმა და შეთანხმდნენ კრიტერიუმებზე, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს საგრანტო განაცხადი. როგორც სხდომაზე აღინიშნა, საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით დაგეგმილია საინფორმაციო შეხვედრა, რომელიც ჩატარდება 19 დეკემბერს, 14:00 საათზე, ხონის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში (თავისუფლების მოედანი #2). PIN-ი პოტენციურ აპლიკანტებს საშუალებას აძლევს მონაწილეობა მიიღონ სამდღიან ტრენინგში – პროექტის წერა. ტრენინგზე დასწრებისათვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა საინფორმაციო შეხვედრებზე შესაბამის მუნიციპალიტეტებში.
PIN-ი 19 დეკემბერს ხონში საინფორმაციო შეხვედრას გამართავს
14/12/2016