პროექტის ფარგლებში “ერთი ნაბიჯი ზღვიდან მთამდე” კურორტ ურეკსა და გომისმთაზე ჯიპ-ტური მოეწყო. ღონისძიებაში მონაწლეობა აჭარის “off-road” კლუბის წევრებმა და “Jeep” – ის მარკის ჯიპებმა მიიღეს.
აქცია დაბა ურეკში ფოლკლორული ანსამბლების კონცერტით გაიხსნა. კოლონა ურეკიდან კურორტ გომისმთის მიმართულებით გაემგზავრა.
ექსტრემალური შეჯიბრის დაწყებამდე გომისმთაზე გურიის ტურისტული კერების პოპულარიზაციის მიზნით სპეციალური ფოტოგამოფენა მოეწყო.
ღონისძიებას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე, მოწვეული სტუმრები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლები დაესწრნენ.
„სლოგანის „ ერთი ნაბიჯი ზღვიდან მთამდე“ ფარგლებში, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ყველაზე მაგარი კურორტების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად, უკვე მეორე წელია სხვადასხვა აქტივობებს ვახორციელებთ. ზღვისა და მთის კურორტები ასე ახლოს ერთმანეთთან მხოლოდ ოზურგეთის მუნიციპალიტეტს აქვს. დღეს აჭარის “off-road” კლუბის წევრებს ვუმასპინძლეთ, რომლებმაც არაჩვეულებრივი და აქაურობისთვის უჩვეულო სანახაობა წარმოგვიდგინეს. მსგავს აქციებს არაერთხელ განვახორციელებთ,“- აღნიშნა მერაბ ჭანუყვაძემ.
შეჯიბრის დასასრულს ღონისძიების ყველა მოაწილეს გამგებელმა სპეციალური სიგელები გადასცა.
ღონისძიება ოზურგეთის მუნიციაპლიტეტის გამგეობის კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის, ასევე, ა(ა)ი.პ. „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის“ ორგანიზებით ჩატარდა.
off-road – ურეკსა და გომისმთაზე ჯიპ-ტური გაიმართა
05/06/2016