NDI-ს კვლევებს სერიოზულად არ უნდა შევხედოთ

14/04/2016

NDI-ს მიერ ჩატარებულ კვლევებს სერიოზულად არ უნდა შევხედოთ, – ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე შეფასებით, ეს არის კონკრეტული პარტიის – „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებზე მორგებული კვლევები.

„მე ვფიქრობ, სერიოზულობით ვუპასუხოთ NDI-ს მიერ ჩატარებულ კვლევებს, არ იქნება სწორი. ჩვენ გვახსოვს NDI-ს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები 2012 წლიდან მოყოლებული და შემდეგ თუ რა რეალურ შედეგს ვიღებდით არჩევნებზე, ამიტომ, მე ვფიქრობ, NDI-ს მიერ ჩატარებულ კვლევებს სერიოზულად არ უნდა შევხედოთ“, – განაცხადა კალაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0