ზურაბ აბაშიძის შეფასებით, NDI-ის კვლევების შედეგები ადასტურებს, რომ ”თავისუფალი დემოკრატების” მიმართ ნეგატიური დამოკიდებულა ძალიან დაბალია. კვლევები ასევე აჩვენებს, რომ ხელისუფლების მიმართ ნდობა დაცემულია.
”საფუძველი იმისა, რომ ჩვენ NDI-ის არ ვენდობით, არ არსებობს. დიდი კვლევები არ ჭირდება მის გამოკვლევას, რომ ხელისუფლების მიმართ ნდობა არის ძალიან დაცემული, ეს ყოველდღიურად ჩანს. ჩვენ ვხვდებით საზოგადოებას, ბაზრობებზე იქნება თუ სხვა პუნქტებში. რაც შეეხება ”ნაციონალურ მოძრაობას” მისი რეიტინგი, პრაქტიკულად, არ იცვლება – საზოგადოებას ”ნაციონალების” მიმართ ნოსტალგია არ აქვს, რომ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში.
ძალიან ნიშანდობლივია ერთი მომენტი – კვლევაში იყოასეთი შეკითხვა: თუ არის ისეთი პარტია, რომელსაც არასდროს დაუჭრეთ მხარს და აქ ”ნაციონალური მოძრაობა” და ”ქართული ოცნება” ლიდერობს. ”თავისუფალი დემოკრატები” ამ მიმართულებით არ ჩანს და ნეგატივი ”თავისუფალი დემოკრატების” მიმართ პრაქტიკულად ძალიან დაბალია.
ამომრჩევლის იმ ნაწილმა, რომელსაც ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი ვის დაუჭრეს მხარს, დიდი შანსია, რომ არჩევანი სწორედ ”თავსიუფალ დემოკრატებზე” გააკეთონ, ვინაიდან მეორე არჩევანი საკმაოდ მაღალია ჩვენ შემთხვევაში და ჩვენი რეიტინგი ნელ-ნელა იწევს ზევით.
ჩვენი მთავარი დევიზი იქნება, არ დავპირდეთ ის, რასაც არ შევასრულებთ. ყველა დაპირება, რომელსაც ”თავისუფალი დემოკრატები” გავცემთ, იქნება დროში გაწერილი და ყველაფრის უკან იდება სამოქმედო გეგმა, რაც საზოგადოებას დაუბრუნებს იმედს”, – განაცხადა აბაშიძემ.