NDI-ის კვლევაში, ჩვენი პარტიის ადგილი რომ არ ჩანს, უკვე ცხადია, რომ კვლევა გაყალბებულია, – ამის შესახებ პარლამენტის წევრი, პარტიის ”ერთიანი საქართველოსთვის” წარმომადგენელი თამაზ მეჭიაური აცხადებს.
”ეს კვლევა არის ”ნაციონალური მოძრაობის” დაკვეთა, რომელიც ასევე აწყობს ”ქართულ ოცნებას”, – განაცხადა მეჭიაურმა.
“ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 32% იმ ამომრჩევლებიდან, რომლებიც არჩევნებზე წასვლას გეგმავენ და გადაწყვეტილი აქვთ, ვის დაუჭერს მხარს, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, ხოლო 26% – “ნაციონალურ მოძრაობას“.
კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 10%-მა პასუხზე უარი განაცხადა, 7% – “პატრიოტთა ალიანსს” მისცემდა ხმას, 6%-მა არ იცის, 6%-ხმას მისცემდა მოძრაობას “სახელმწიფო ხალხისათვის, 2% – არც ერთ პარტიას, ხოლო სხვა პარტიებს გამოკითხულთა 11 % მისცემდა ხმას.
რაც შეეხება უშუალოდ შეკითხვას, ხვალ, რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებდით თუ არა მონაწილეობას, დადებითი პასუხი რესპონდენტთა 67 %-მა გასცა. 33 %-ს შეადგენს, ვინც სავარაუდოდ არ აპირებს არჩევნებზე წასვლას.