სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N5 ქალთა დაწესებულებას თემურ და ქეთევან წიკლაურები ესტუმრნენ და კონცერტი გამართეს. მომღერლებმა მსჯავრდებულებთან ერთად რამდენიმე მუსიკალური ნომერიც შეასრულეს.
ღონისძიების დასასრულს მსჯავრდებულებმა სტუმრებს საჩუქრად მათ მიერ გაკეთებული ხელთნაკეთი ნივთები გადასცეს.
ღონისძიება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინიციატივით, მსჯავრდებულების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის მიზნით განხორციელდა.
N5 დაწესებულებაში თემურ და ქეთევან წიკლაურებმა კონცერტი გამართეს
22/06/2016