N5 დაწესებულების მსჯავრდებულებს საშობაოდ ტკბილეული მიუტანეს

08/01/2016

N5 პენიტენციურ (ქალთა) დაწესებულებას საშობაოდ არასამთავრობო რგანიზაციების ,,ციხის საერთაშორისო რეფორმა“, ,,საზოგადოებრივი დამცველი“, საქართველოს ,,ახალგაზრდა ფსიქოლოგთა ასოციაცია“ და ასოციაცია ,,ქალი და ბიზნესის“ წარმომადგენლები ესტუმრნენ.

მათ მსჯავრდებულებს შობა-ახალი წელი მიულოცეს და საჩუქრად ტკბილეული მიუტანეს.
არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საზოგადოებრივი დამცველის“ თავმჯდომარის ირინა ფუტკარაძის თქმით, პენიტენციურ დაწესებულებებში მსგავსი აქციების განხორციელება სადღესასწაულო დღეებში მნიშვნელოვანია, რათა მსჯავრდებულებმა იგრძნონ, რომ მათზე ზრუნავენ.

,,მსჯავრდებულებს შობა-ახალი წელი მივულოცეთ და საჩუქარად ტკბილეული გადავეცით. პენიტენციურ დაწესებულებებში ანალოგიური აქტივობის განხორციელება მნიშვნელოვანია, რათა ქალბატონებმა, რომლებიც სასჯელს იხდიან, იგრძნონ რომ მივიწყებულნი არ არიან, “ _ განაცხადა ირინა ფუტკარაძე და იმედი გამოთქვა, რომ მათგან მაგალითს სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებიც აიღებენ.

,,ციხის საერთაშორისო რეფორმა“ ,,საზოგადოებრივი დამცველი“, საქართველოს ,,ახალგაზრდა ფსიქოლოგთა ასოციაცია“ და ასოციაცია ,,ქალი და ბიზნესი“ უკვე მეორე წელია რაც ქალთა N5 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულებს ტკბილეულით ასაჩუქრებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0