Microsoft-ის კონკურსის გამარჯვებულები დასაჩუქრდნენ

07/03/2016

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ დღეს, Microsoft-ის მიერ ორგანიზებულ ინოვაციური ტექნოლოგიების კონკურში გამარჯვებულ მასწავლებლებს უმასპინძლა და საჩუქრები და სერტიფიკატები გადასცა მათ.

Microsoft-ი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო წლებია თანამშრომლობენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიმართულებით. ქართველი პედაგოგები ინტენსიურად იღებენ მონაწილეობას კონკურსებსა თუ, პროექტებში, რომელიც მიზნად ისახავს ინოვაციური ტექნოლოგიების ინტეგრაციას სასწავლო პროცესში.

მასწავლებლებმა საქართველოს სკოლებიდან ამჯერად, მონაწილეობა ორ კონკურსში (Innovative Educator Expert და Mixathon Challenge) მიიღეს, რომლის ფარგლებშიც გამოვლინდნენ გამარჯვებულები. Mixathon Challenge-ის გამარჯვებულებმა სპეციალურ პრიზები მიიღეს ხოლო, Innovative Educator Expert-ის გამარჯვებული ორი მასწავლებელი 2016 წლის 8-10 მარტს ბუდაპაშტში (უნგრეთი), Microsoft Educator Exchange გლობალურ კონფერენციაზე გაემგზავრება, სადაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით თავს იყრის 300 საუკეთესო მასწავლებელი ექსპერტი.

ჩვენი პედაგოგები კონფერენციაზე წარადგენენ თავიანთ პროექტებს და მიიღებენ მონაწილეობას სპეციალურ ტრენინგებში. ბუდაპეშტიდან დაბრუნებული პედაგოგები მოაწყობენ პრეზენტაციას თავიანთ სკოლაში, სადაც კოლეგებს გაუზიარებენ თავიან გამოცდილებას და კონფერენციის ფარგლებში მოპოვებულ რესურსებს.

კონფერენციის სპეციალური ნაწილის გადმოწემა მოხდება ონლაინ სტრიმინგის საშუალებით, სადაც დარეგისტრირება და დასწრება შეუძლია ნებისმიერ მსურველს: https://www.microsoft.com/en-us/education/e2/default.aspx

პედაგოგები, რომლებიც დაესწრებიან Microsoft Educator Exchange გლობალურ ფორუმს ბუდაპეშტში, 8-10 მარტს:

ნადია დაბრუნდაშვილი, ხაშურის 1-ლი საჯარო სკოლა
ნინო აბულაძე, თბილისის 43-ე საჯარო სკოლა

მეორე კონკურსის (Microsoft Mixathon Challenge) საფუძველზე საქართველოდან გამოვლინდა სამი გამარჯვებული, რომელთა სკოლებსაც გადაეცათ პრიზები:

რუსუდან გონაშვილი, ხორნაბუჯის საჯარო სკოლა. სკოლის პრიზი: Microsoft Imagine Academy-ის სასწავლო პროგრამაზე ერთწლიანი ხელმოწერა (მთელი სკოლის წვდომა)
ნინო კოკილაშვილი, წნორის მე-3 საჯარო სკოლა. სკოლის პრიზი: Corinth ვირტუალურ სასწავლო რესურსების კლასის პაკეტზე ერთწლიანი ხელმოწერა (20 მომხმარებელი)
ლაურა ჯიმშელეიშვილი, შავნაბადის გიმნაზია. სკოლის პრიზი: ჩანთა და სუვენირები კლასის პაკეტი (20 ცალი)

ყველა დანარჩენ მონაწილეს გადაეცა სერთიფიკატი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0