LGM Investments-ი საქართველოში საინვესტიციო პორტფელის გაზრდას გეგმავს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღევანდელ შეხვედრაზე გახდა ცნობილი.
მსხვილი ბრიტანული საინვესტიციო ფონდი LGM Investments-ი „საქართველოს ბანკის” ერთ-ერთი აქციონერია.
ფონდის ინტერესის ძირითად სფეროებს საფინანსო და ჯანდაცვის სექტორი წარმოადგენს. პრემიერ-მინისტრმა შეხვედრისას აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ინვესტორების მზარდ ინტერესს მიესალმება და მათი ხელშეწყობისთვის მზად არის.
საუბარი შეეხო საქართველოში წარმატებით განხორციელებულ ბრიტანულ საინვესტიციო პროექტებს შეეხო. განსაკუთრებით აღინიშნა BP-ის პროექტი, რომლის ღირებულება 2 მილიარდი ევროა.
ბრიტანელ ინვესტორებთან კონკრეტულ საინვესტიციო პროექტებზე საუბარი დიდ ბრიტანეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტისას გაგრძელდება, რომელიც უახლოეს მომავალში იგეგმება.
შეხვედრას LGM Investments-ის მთავარი საინვესტიციო მენეჯერი ტომას ვესტერი, ფონდის საინვესტიციო მენეჯერები – დეფიდ ლუისი და გარეტ მორგანი; ხოლო, საქართველოს მხრიდან – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი და ეკონომიკური საბჭოს მდივანი გიორგი გახარია დაესწრნენ.
LGM Investments-ი საქართველოში საინვესტიციო პორტფელის გაზრდას გეგმავს
30/03/2016