გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის ტომას დე მაზიერის განცხადებით, Sky News-ის მიერ მოპოვებული 22 ათასი საიდუმლო დოკუმენტი, რომელიც “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლების შესახებ მონაცემებს შეიცავს,ავთენტურია. მინისტრის თქმით, მოპოვებული ინფორმაცია სპეცსამსახურებს დაეხმარება ტერორისტული ორგანიზაციის წევრების დაკავებასა და ახალი მებრძოლების აყვანის აღკვეთაში. შეგახსენებთ, საიდუმლო დოკუმენტები ბრიტანულ მედიაკომპნაია Sky News-ს ჩაუვარდა ხელში. 22 ათასი ანკეტა “ისლამური სახელმწიფოს” “ახალწვეული” მებრძოლების პირად მონაცემებს, კერძოდ სახელს, მისამართს, ტელეფონის ნომერს და ოჯახის წევრების შესახებ ინფორმაციას შეიცავს. დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ “ისლამური სახელმწიფოს” რიგებში 51 ქვეყნის მოქალაქე იბრძვის.
ISIS-ის შესახებ მოპოვებული 22 ათასი დოკუმენტი ავთენტურია

Friday March 11th, 2016