GWP საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან 60 მლნ ევროს ოდენობის გრძელვადიან დაფინანსებას მიიღებს. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი პირველ მოადგილესთან გიორგი ტყემალაძესთან და ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარესთან გოჩა ბაბუნაშვილთან ერთად ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის, ნიდერლანდების განთვითარების ბანკის (FMO) და გერმანიის საინვესტიციო და განვითარების საზოგადოების (DEG) მიერ გრძელვადიანი დაფინანსების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის ცერემონიას დაესწრო. ხელშეკრულების თანახმად, კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი FMO-სგან 40 მილიონი დოლარის მოცულობის ექვივალენტს ეროვნულ ვალუტაში, ხოლო DEG-სგან 25 მილიონი ევროს მოცულობის გრძელვადიან სესხს მიიღებს. აღნიშნული ფინანსური რესურსით კომპანია მასშტაბურ საინვესტიციო პროექტებს განახორციელებს და რიგითი მოქალაქეების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას უზრუნველყოფს. ხელმოწერის ცერემონიას, რომელიც სასტუმრო ქორთიარდ მერიოტში გაიმართა, საქართველოს მთავრობის პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი, თბილისის მერი დავით ნარმანია, ასევე ნიდერლანდების და გერმანიის საელჩოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
GWP საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან 60 მლნ ევროს ოდენობის გრძელვადიან დაფინანსებას მიიღებს
15/08/2017