GMP-ის ნაციონალური ინსპექტორატის მომზადების პროცესი დაიწყო

27/06/2018

2018 წლის 18 ივნისიდან დაიწყო GMP-ის ნაციონალური ინსპექტორატის მომზადების პროცესი. ამჟამად მიმდინარეობს პირველი ეტაპი დანიაში, ფარმაცევტული პრაქტიკის კოლეჯში (ფარმაკონი), რომელსაც ჯანმო-სთან ერთად შემუშავებული აქვს GMP-ის ნაციონალური ინსპექტორატების მოსამზადებელი სპეციალური პროგრამა. აღნიშნული პროგრამით, უკანასკნელი 12 წლის განმავლობაში მომზადებულია მრავალი ნაციონალური ინსპექტორატი. ამ ეტაპზე, ჯანმო-ს რეკომენდაციით, სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად, ტრენინგში მონაწილეობენ ასევე ქართული ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებიც, რაც მნიშვნელოვანია ქვეყანაში GMP-ის (კარგი საწარმოო პრაქტიკის) სტანდარტის წარმატებით დანერგვისათვის.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0