სასტუმრო ჰუალინგ თბილისში “Global Forest watch” (GFW) საქართველოს პროექტის შუალედური პროგრესის პლენარული სხდომა გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ მაია ზავრაშვილმა მიმართა.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო და მსოფლიო რესურსების ინსტიტუტი (WRI) ერთობლივად ახორციელებს გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მიერ დაფინანსებულ პროექტს – “Global Forest Watch (GFW) Georgia”. ბიუჯეტი წარმოადგენს 1,500,000 აშშ დოლარს და სამინისტროს მხრიდან არაფულად 2,000,000 აშშ დოლარით კონტრიბუციას. პროექტი დამტკიცდა გლობალური გარემოსდაცვითი ფონდისა (GEF) და გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) მიერ.
“Global Forest watch” (GFW) საქართველოს პროექტის შუალედური პროგრესის პლენარული სხდომა გაიმართა
11/10/2017