Gem-fest-ზე მსოფლიოში ცნობილმა ვარსკვლავმა Solomun-მა დაუკრა

04/08/2017

ანაკლია-განმხუხურის ტურისტულ ზონაში, ელექტრონული მუსიკალური ფესტივალი „Gem-fest-2017” გრძელდება. ამჯერად, მთავარ სცენაზე მსოფლიოში საუკეთესო არტისტმა, Solomun-მა დაუკრა. სპეციალურად ამ საღამოსთვის არტისტის ათასობით თაყვანისმცემელი შეიკრიბა ევროპის და აზიის სხვადასხვა ქვეყნებიდან. მსოფლიო დონის ვარსკვლავმა თაყვანისმცემლებს ორ საათიანი შოუ-პროგრამა შესთავაზა, სადაც მან თავისი ძველი და ახალი ჰიტი დაუკრა. ელექტრონული მუსიკის ფესტივალი, რომელიც ანაკლიაში 3 წლის წინ დაფუძნდა წელს მსოფლიო რეკორდს ხსნის და ერთ თვეს გასტანს. წლევანდელი „Gem-fest“-ი ხანგრძლივობათან ერთად, ყველაზე მეტი ღონისძიების ორგანიზებითაც გამოირჩევა, ფესტივალის ფარგლებში 2 000-ზე მეტი სხვადასხვა სახის ღონისძიება უკვე გაიმართა. Solomun-ის შემდეგ კი მთავარ სცენაზე ისეთი მსოფლიო დონის ვარსკვლავები დაუკრავენ როგორებიცაა: Axwell Λ Ingrosso, Swanky Tunes, Boris Brejcha, Paul Kalkbrenner. ,,Gem-fest”-ის დამფუძნებლის გიორგი სიგუას თქმით, Solomun-ის კონცერტზე ტურისტების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა. მხოლოდ ამ კონცერტზე ვიზიტორების რაოდენობამ 20 000-ზე მეტს მიაღწია. ფესტივალი 14 აგვისტოს გრანდიოზულად დაიხურება და ელექტრონული მუსიკის მოყვარულებს მომდევნო წლამდე დაემშვიდობება, მანამდე კი ფესტივალის ორგანიზატორები დამსვენებლებს და ტურისტებს ბევრ საინტერესო სიახლეებს და სიურპრიზებს პირდებათ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0