France 5 საქართველოს შესახებ ფილმს იღებს

10/06/2016

საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტელეკომპანია მეხუთე არხი (France 5) საქართველოს შესახებ დოკუმენტურ ფილმს იღებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით დოკუმენტური სერიების „A Ciel Ouvert“ („ღია ცის ქვეშ“) შემოქმედებითი ჯგუფის წევრები საქართველოს ეწვივნენ. მეხუთე არხი (France 5) 52 წუთიანი ფილმი საქართველოს ტურისტულ და ისტორიულ-კულტურულ პოტენციალს მიეძღვნება. ფილმის გადასაღებად დოკუმენტური სერიების ჯგუფის წევრებმა სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი, აჭარა, სამეგრელო, სვანეთი, შიდა ქართლი და კახეთი მოინახულეს, თბილისში ტელეკომპანია მეხუთე არხის (France 5) თანამშრომლებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე შეხვდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0