FitchRatings-ის მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის უცვლელად დატოვებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენი ეკონომიკა ძალიან სწრაფად შეძლებს აღდგენას

17/08/2020

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო FitchRatings-ის მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის უცვლელად დატოვებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს ეკონომიკა ბევრი ფაქტორის გამო, მათ შორის ეფექტური ანტიპანდემიური ღონისძიებების, ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის და საერთაშორისო ინსტიტუტებთან თანამშრომლობის გამო ძალიან სწრაფად შეძლებს აღდგენას, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ FitchRatings-ის რეიტინგის შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ეკონომიკური ზრდის ექვსი თვის სტატისტიკის გამოქვეყნებისასაც აღინიშნა, რომ ეკონომიკის გამოცოცხლების პირველი საიმედო ნიშნები არის.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0