საქართველოში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდასაჭერად განხორციელებული ოთხწლიანი მუშაობის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა. სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) მცირე ფერმერთა კოოპერაციის კომპონენტის განმახორციელებელი კონსორციუმის წევრმა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებმა- „ქეა“, „მერსი ქორი“, „ოქსფამი“ და „ფიფლ ინ ნიდ“, საქართველოში ოთხწლიანი მუშაობის შედეგები წარადგენეს. კონფერენცია ოფიციალურად გახსნეს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ , ნოდარ კერესელიძემ და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების სამსახურის უფროსმა, კაიდო სირელმა. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი მიშელაძემ. მან სიტვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) მნიშვნელობას სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების გაძლიერების მიმართულებით. მან ასევე ისაუბრა ერთობლივი მუშაობის შედეგად მიღწეულ წარმატებებზე. ღონისძიება პროექტის განმახორციელებელი პარტნიორების, დაინტერესებული პირებისა და ბენეფიციარი ფერმერების პრეზენტაციებს მოიცავდა. დისკუსია ევროკავშირის მიერ საქართველოში მხარდაჭერილ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს და ENPARD-ის პროგრამის პირველი ფაზის ფარგლებში, 2014-2017 წლებში მიღწეულ შედეგებს ეხებოდა. კონფერენციის პარალელურად მოეწყობა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი კოოპერატივების გალერეა. სადაც წარმოდგენილი იყო სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიერ წარმოებული პროდუქცია.
Enpard-ის პროგრამის შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა
02/12/2017