ლონდონში გაიხსნა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის 25-ე ყოველწლიური შეხვედრა და ბიზნესფორუმი.
ფორუმის მუშაობაში მონაწილეობენ საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში საქართველოს მხრიდან მმართველი ნოდარ ხადური, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე და საქართველოს ელჩი დიდ ბრიტანეთში თამარ ბერუჩაშვილი.
დაგეგმილია ბანკის პრეზიდენტის არჩევნები, რომელშიც მონაწილეობენ EBRD-ის პრეზიდენტი სერ სუმა ჩაკრაბარტი და პოლონეთის სახალხო ბანკის პრეზიდენტი მარეკ ბელკა.
დღესვე ბანკის პრეზიდენტი სერ სუმა ჩაკრაბარტი და ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ხელს მოაწერენ შეთანხმებას, რომლის საფუძველზეც „თბილისის ავტობუსების პროექტისთვის“ ბანკი 27 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსურ დახმარებას, ხოლო აღმოსავლეთ ევროპის ენერგო ეფექტურობისა და გარემოს დაცვის საპარტნიორო ფონდი გრანტის სახით გამოყოფს 7 მილიონ ევროს.
პროექტით გათვალისწინებულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისთვის ახალი, ეკოლოგიურად ეფექტური, გაზზე მომუშავე 150-200 ავტობუსის შეძენა.
EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრა და ბიზნესფორუმი გაიხსნა
11/05/2016