კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მიხეილ გიორგაძის განცხადებით, check in Georgia-ს ფარგლებში, ჯაზფესტივალი და ასევე Jem Fest დაფინანსდნენ. მისი თქმით, აღნიშნულმა ფესტივალებმა ყველაზე მაღალი ეკონომიკური სარგებელი აჩვენეს.
“ჯაზფესტივალი და ასევე Jem Fest დაფინანსდნენ check in Georgia-ს ფარგლებში. ეს მოხდა იმისთვის, რომ როგორც მასშტაბი, ასევე პროგრამირების თვალსაზრისით, ფესტივალები გაზრდილიყო იმიტომ, რომ ყველაზე მაღალი ეკონომიკური სარგებელი რეგიონში სწორედ ამ ფესტივალებმა აჩვენეს”, – განაცხადა გიორგაძემ.
მან აღნიშნა,რომ, როგორც ბილეთებიდან შემოსული, ისე სასპონსორო თანხები გამოიყენება იმისთვის, რომ ბიუჯეტზე ზეწოლა შემცირდეს.
“როგორც ბილეთებიდან შემოსული, ისე სასპონსორო თანხები, რომელსაც ჩვენ ახლო მომავალში დაავანონსებთ, სწორედ იმისთვის გამოიყენება, რომ ბიუჯეტზე დაწოლა შემცირდეს და სწორედ ეს თანხები იყოს გამოყენებული ბიუჯეტის თანხების მაგივრად”, – განაცხადა გიორგაძემ.