„CCTV7“ საქართველოზე ფილმების სერიას გადაიღებს

03/05/2019

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის კინოსტუდიის და ტელეცენტრის დირექტორის მოადგილეს ვენ ჩენგუის, და ტელეკომპანია „CCTV7“ წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტელევიზია „CCTV7“ საქართველოზე, როგორც აგრარულ ქვეყანაზე ფილმების სერიას გადაიღებს და ეთერში გაშვებას უზრუნველყოფს. ფილმების სერიის მიზანს ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პოპულარიზაციის ხელშეწყობა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს, როგორც აგრარული ქვეყნის ცნობადობის ამაღლება წარმოადგენს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0