პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) „საჯარო მმართველობის პროგრამის“ ხელმძღვანელს რიჩარდ ჰეიზელვუდს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა USAID-ის „საჯარო მმართველობის პროგრამის“ ხელმძღვანელებს და შეთანხმდნენ, რომ სამომავლოდ თანამშრომლობა კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდება და გაღრმავდება. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ USAID-ის პროგრამის წარმომადგენლები: ირინა არაბიძე, ლინა პანტელეევა და გიგი ჭანუკვაძე.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე …