ჯანდაცვის სამინისტრო და კულტურის პალატა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებენ. პროექტის მხარდასაჭერად კულტურის პალატის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებზე, C ჰეპატიტის პროგრამის პოპულარიზაცია მოხდება. ამ საკითხზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ და კულტურის პალატის ხელმძღვანელმა დავით ოქიტაშვილმა პრესკონფერენცია გამართეს. პირველი ერთობლივი აქტივობა დევიდ გარეტის კონცერტზე განხორციელდება. იქ მისულ სტუმრებს, კონცეტრის დაწყებამდე საშუალება ექნებათ ჩაიტარონ სკრინინგი C ჰეპატიტზე.
C ჰეპატიტის პროგრამა წარმოადგენს საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროექტს, რომლის ანალოგიც აქამდე არ განხორციელებულა. პროგრამის მიზანია “C ჰეპატიტის ელიმინაცია საქართველოში” და ქვეყანაში ამ ვირუსით გამოწვეული ავადობის და სიკვდილიანობის შემცირება, ახალი შემთხვევების აღმოცენების პრევენცია. ახალი შემთხვევების გამოსავლენად მუდმივად მიმდინარეობს სკრინინგი მთელი საქართველოს მასშტაბით. დღეის მდგომარეობით სულ დასკრინინგებულია 1,700,000 მოქალაქე. მკურნალობის კურსი 60 000-მდე ადამიანმა დაასრულა, განკურნების მაჩვენებელი კი 98,2%-ია.
C ჰეპატიტის კამპანიას „შენ C “ კულტურის პალატა შეუერთდა
11/09/2019