დღეს ქობულეთის მუნიციპალიტეტში C ჰეპატიტის უფასო სკრინინგი ჩატარდა. აქციას ქობულეთის გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლები შეუერთდნენ. ტესტირებისას გამოვლენილი დადებითი შედეგის მქონე პირები ავტომატურად გახდებიან C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარები. სახელმწიფო პროგრამა მოიცავს C ჰეპატიტით დაავადებულ პირთა დიაგნოსტიკასა და მათ უფასო მკურნალობას.
C ჰეპატიტის უფასო გამოკვლევა ჰეპატიტის მსოფლიო დღესთან დაკავშირებული კვირეულის ფარგლებში გაიმართა, რომლის მიზანს წარმოადგნეს ვირუსული ჰეპატიტებისა და მათგან გამოწვეული დაავადებების შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას. პროექტი აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.
C ჰეპატიტის უფასო სკრინინგი ჩატარდა
29/07/2016