“Alibaba Group“-ის შვილობილ კომპანიასთან ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

13/04/2018

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, მისმა სსიპ-მა ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ და მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი კორპორაციის „Alibaba“-ს შვილობილმა კომპანიამ „Fliggy Corporate“ გააფორმეს ურთიერთგაგების მემორანდუმი. დოკუმენტზე ხელმოწერა ჩინეთის დედაქალაქ პეკინში საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. აღნიშნული კომპანია წარმოადგენს „Alibaba“-ს ტურისტულ პლატფორმას. მემორანდუმს საქართველოს მხრიდან ხელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილმა მოაწერა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0