გვსურს, A კატეგორიის ტაქსის ნებართვების მქონე მძღოლებს კიდევ ერთხელ შევახსენოთ ნებართვების გააქტიურების ვადები და ამ მიმართულებით აქტიურობისკენ მოვუწოდოთ. როგორც მოგეხსენებათ, გასული წლის პირველი აპრილიდან ამოქმედდა ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი, რომელმაც პირებს A კატეგორიის ტაქსის ნებართვები საკუთრებაში დაუკანონა. აღნიშნული ნებართვების გააქტიურებისთვის რეფორმა ითვალისწინებდა ერთწლიან ვადას, რომელიც მიმდინარე წლის პირველ აპრილს იწურება. საკუთრებაში დაკანონებული A კატეგორიის ტაქსის ნებართვები მესაკუთრეებმა 31 მარტის ჩათვლით უნდა გააქტიურონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, გაუაქტიურებელი ნებართვები პირველ აპრილს ავტომატურად გაუქმდება და მისი აღდგენა შეუძლებელი იქნება. ნებართვების მფლობელი პირები დეტალური ინფორმაციის მიღებას შეძლებენ ვებგვერდზე – taxi.tbilisi.gov.ge, მომხმარებლის სახელმძღვანელოს ველში. ასევე, თბილისის მერიის ცხელ ხაზზე: 2 72 22 22.
A კატეგორიის ტაქსის ნებართვების აქტივაციის ვადა პირველ აპრილს იწურება
11/03/2024