ამ ეტაპზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის არც ერთი ფავორიტი კანდიდატი არ გვყავს

06/06/2017

ამ ეტაპზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის არც ერთი ფავორიტი კანდიდატი არ გვყავს, – ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განუცხადა.
ბესელიას თქმით, მმართველი გუნდის განწყობაა გადაწყვეტილების მიღების დროს იყოს მაღალი სტანდარტის მხარდამჭერი. გარდა ამისა, როგორც ბესელიამ აღნიშნა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კონკურსთან დაკავშირებით ყველაზე მაღალი აქტივობაა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 ვაკანტურ ადგილზე პარლამენტში განაცხადი 34 კანდიდატმა წარადგინა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღევანდელ სხდომაზე კანდიდატების დოკუმენტაციის კანონთან შესაბამისობას შეამოწმებს.
გარდა ამისა, თითოეულ მათგანს 5-5 წუთიან რეჟიმში მოუსმენენ. საბოლოო გადაწყვეტილებას კი პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით მიიღებს

Tweet about this on TwitterShare on Facebook0