მუქედში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

06/06/2017

ვანის მუნიციპალიტეტის მუქედის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. რეაბილიტაციის პროცესი დღეს გამგებელმა ზაზა ხურციძემ მოადგილესთან ლაშა გიორგაძესთან ერთად დაათვალიერა . მოასფალტდება სოფელ მუქედის ცენტრიდან სასაფლაომდე მისასვლელი გზის 1 800 მეტრიანი მონაკვეთი, სადაც დაკრძალული არიან საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის თავდადებული გმირები: მიხეილ დვალიშვილი და ლავროსი (ლაშა) ივანიაძე. სარეაბილიტაციო სამუშოებზე 272 923 ათსი ლარი დაიხარჯება ,სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „MJM“ აწარმოებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0