დასუფთავების საყოველთაო კამპანიას სახელწოდებით „სუფთად ევროპისაკენ“ სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტებიც შეუერთდნენ. დღეს დილიდან დასუფთავების მასშტაბური აქცია მიმდინარეობს, როგორც მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ცენტრებში, ასევე მიმდებარე სოფლებშიც.
აქციის მონაწილეები რეგიონში არსებულ რეკრეაციული ზონებს, მდინარის ნაპირებს სკვერებისა და პარკების მიმდებარე ტერიტორიებს, ქალაქების, მუნიციპალიტეტებისა და სოფლების შემოგარენს პოლიეთილენის ბოთლების, პარკებისა და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან წმენდენ.
აქცია დედამიწის დღესთან დაკავშირებით ტარდება და მასში სამხარეო ადმინისტრაციის და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების თანამშრომლების გარდა, მუნიციპალიტეტეტებს დაქვემდებარებული ყველა ა(ა)იპ სამსახური მონაწილეობს.
გუბერნატორის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა ქალაქ ახალციხის ცენტრალური პარკი და სტადიონის მიმდებარე ტერიტორია პოლიეთილენის პარკების, ბოთლებისა და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაწმინდეს.
სულ მხარის მასშტაბით 60 მასშტაბური ლოკაცია დასუფთავდება, სადაც აქცენტი ძირითადად ტურისტულ მარშრუტებსა და ცენტრალური საგზაო მაგისტრალების მიმდებარე ტერიტორიებზე გაკეთდა.
დედამიწის დღე ერთერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი აქციაა და საკუთარი საცხოვრებელი გარემოს დაცვის მიზნით მსოფლიო საზოგადოებას აერთიანებს.
დასუფთავების საყოველთაო კამპანიას სახელწოდებით „სუფთად ევროპისაკენ“ სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტებიც შეუერთდნენ
28/04/2017