რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონი დედამიწის დღისადმი მიძღვნილ კვირეულს შეუერთდა

28/04/2017

რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონი დედამიწის დღისადმი მიძღვნილ კვირეულს შეუერთდა.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინიციატივით, დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დასუფთავების მასშტაბური აქციის კვირეული –„სუფთად ევროპისკენ“ ეწყობა.
აქციის ფარგლებში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაციისა და რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების გამგეობებისა და საკრებულოების თანამშრომლებმა, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლებმა მხარის მასშტაბით ღირსშესანიშნავი და ტურისტულად მიმზიდველი ადგილები დაასუფთავეს.
გუბერნატორის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა კურორტი შოვი და მისი მიმდებარე ტერიტორია პოლიეთილენის პარკების, ბოთლებისა და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაწმინდეს.
სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაცია მოგმართავთ თხოვნით – ნუ დავაბინძურებთ გარემოს! ერთად ვიზრუნოთ ჩვენი მხარის სისუფთავესა და სილამაზეზე!

Tweet about this on TwitterShare on Facebook0