მიხეილ გიორგაძემ მედიცინის ისტორიის მუზეუმში სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარეები დარგო

22/04/2017

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, მედიცინის ისტორიის მუზეუმში, სამინისტროს თანამშრომლებთან და სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარეები დარგო. ღონისძიებას მუზეუმის დირექტორი რამაზ შენგელია და სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი ზურაბ ვადაჭკორია ესწრებოდნენ. მუზეუმის ეზოში დაგეგმილია ე.წ. „მედეას ბაღის“ გაშენება, სადაც სამკურნალო და ენდემური მცენარეები
დაირგვება. ცალკე ნაკვეთზე გაშენდება ის სამკურნალო მცენარეები, რომელიც ლეგენდარულ კოლხ დედოფალს კულტივირებული ჰქონდა და რაც უძველეს ავტორებთანაა დადასტურებული.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის დაფინანსებით მედიცინის ისტორიის მუზეუმს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. ამ დროისთვის მიმდინარეობს გათბობა-ვენტილაციისა და ბაღის მოწყობის მოსამზადებელი სამუშაოები. შედეგად, ამ უნიკალური ბაღის ეტაპობრივი გაშენებისა და სრულყოფისთვის ყველა წინაპირობა არსებობს. მას უკვე სტუმრობენ ადგილობრივი მცხოვრებლები და ტურისტები.
დედამიწის დღე პირველად 1970 და დღეს მსოფლიოს 175 ქვეყნის 17 000-მდე ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს. საქართველო მასშტაბურ გარემოსდაცვით ღონისძიებას 1990 წელს შეუერთდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0