თბილისის მოდის კვირეული გაიხსნა

19/04/2017

Tbilisi Fashion Week – თბილისის მოდის კვირეულის მე-15 სეზონი გაიხსნა. პირველი დღე მსახიობ სოფიკო ჭიაურელის საიუბილეო საღამოს – “არტს” აერთიანებდა. ღონისძიება თბილისის მერიის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება. მოდის კვირეულის გახსნას თბილისის მერი დავით ნარმანია, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრ მიხეილ გიორგაძესთან, მერის მოადგილე ნინა ხატისკაცთან და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელ გიორგი ჩოგოვაძესთან ერთად დაესწრო. თბილისის მოდის კვირეულის ფარგლებში, ხუთი დღის განმავლობაში, 21 ღონისძიება გაიმართება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0