იმერეთის გუბერნატორმა სომხეთის დელეგაციას უმასპინძლა

19/04/2017

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე და ქუთაისის მერი შოთა მურღულია, სომხეთის რესპუბლიკის კონსულს იეღიშე სარგსიანს შეხვდნენ. შეხვედრას გაცნობითი ხასითი ჰქონდა, მხარეებმა ორი ქვეყნის ქალაქების შესაძლო დამეგობრების საკითხი განიხილეს და ასევე, ბიზნესისა და კულტურის სფეროში ერთობლივად განსახორციელებელ პროექტებზე იმსჯელეს. შეხვედრის ბოლოს მხარეებმა ერთმანეთს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0