წყლის მიწოდების მრავალწლიანი პრობლემა გადაიჭრა თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგარევში. 30 ოჯახი დღეიდან წყლით იქნება უზრუნველყოფილი. ახალ წყალსადენზე ჩატარებული სამუშაოები იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ, თერჯოლის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა თემურ ქოჩიაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ავთანდილ ჩუბინიძემ მოინახულეს. მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ხუციშვილების ოჯახში სიმბოლურად ონკანიც მოუშვეს. თერჯოლის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს. ქალაქის ცენტრში საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა სახელობის მემორიალისა და სკვერის მოწყობის სამუშაოები აქტიურ ფაზაშია შესული. პროექტი ადგილობრივ მეწარმეთა ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. დღესვე, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ქალაქ თერჯოლაში ლესელიძის ქუჩაზე დამეწყრილი მონაკვეთის ნაპირსამაგრი სამუშაოები მონახულეს. პროექტის ფარგლებში გაბიონი მოეწყობა და ბეტონის სამაგრი კედელი გაკეთდება. მიმდინარე სამუშაოებისათვის საჭირო 130 000 ლარი მუნიციპალიტეტის სტიქიის სალიკვიდაციო თანხებიდან გამოიყო.
წყლის მიწოდების მრავალწლიანი პრობლემა გადაიჭრა თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგარევში
11/04/2017