დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი და მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე კავკასიაში მსოფლიო ბანკის წარმომადგენლობის დირექტორს მერსი ტემბონს შეხვდნენ. სოზარ სუბარმა მსოფლიო ბანკის წარმომადგენლობის დირექტორს ის პროექტები გააცნო, რომლებსაც სამინისტრო დევნილთა გრძელვადიანი განსახლებისა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის მიზნით ახორციელებს. შეხვედრაზე მინისტრმა დაგეგმილი რეფორმის პროექტის შესახებაც ისაუბრა. მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა მინისტრს მათ მიერ ჩატარებული მოწყვლადი ფენების, მათ შორის დევნილების, კვლევის წინასწარი შედეგები წარუდგინეს.
სოზარ სუბარი მსოფლიო ბანკის წარმომადგენლობის დირექტორს შეხვდა
11/04/2017