სოფელ ქობულეთის ამბულატორიას მანქანა გადაეცა

03/04/2017

სოფელ ქობულეთის ამბულატორიას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს „სოფლად პირველადი ჯანდაცვის განვითარებაზე ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის გამგებელმა სულხან ევგენიძემ, გამგეობისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად ავტომანქანა გადასცა. პირველადი ჯანდაცვის ცენტრების ავტომანქანებით აღჭურვა უზრუნველყოფს სოფლის ექიმების მობილობის გაზრდას და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას. სამინისტროსათვის სოფლის მოსახლეობისათვის მაღალი ხარისხის პირველადი სამედიცინო დახმარების მიწოდება პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. სამინისტროს პროგრამის ფარგლებში მაღალი გამავლობის მქონე ავტომანქანა ოჩხამურის, ლეღვას, კვირიკესა და საჩინოს ამბულატორიებს გადაცემათ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0