მინდა ყველას გვახსოვდეს, რომ გზა ევროპისკენ კანონის პატივისცემაზე გადის

27/03/2017

მინდა ყველას გვახსოვდეს, რომ გზა ევროპისკენ კანონის პატივისცემაზე გადის, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა დღეს გამართულ პრესკონფრენეციაზე განაცხადა. როგორც გიორგი მღებრიშვილმა აღნიშნა, პრემიერ-მინისტრის დავალების შესაბამისად შემუშავებულია სპეციალური პროგრამა, რათა საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც უვიზო რეჟიმით გათვალისწინებულ პირობებს დაარღვევს, სწრაფად და ეფექტურად გამოვლინდეს და ევროპელ კოლეგებს ინფორმაცია ოპერატიულად მიეწოდოთ.

„აქვე შევნიშნავ, რომ ბოლო 6 წლის განმავლობაში საქართველოში ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოვიდა 700 300 განცხადება რეადმისიის თაობაზე და აქედან 95% დაკმაყოფილდა, რაც მოწმობს მჭიდრო თანამშრომლობას ევროკავშირის ქვეყნების სამართალდამცველ ორგანოებთან, როგორც ორმხრივი ხელშეკრულებების, ასევე ატაშეების დონეზე. ევროპელ პარტნიორებთან საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის გარღმავების მიმართულებით ასევე მნიშვნელოვანია ისტორიული შეთანხმება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ევროპოლს შორის, რომელსაც ხელი 4 აპრილს მოეწერება. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვხდებით ევროკავშირის ნაწილი სამართალდაცვით სფეროში, რაც მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. გილოცავთ ყველას კიდევ ერთხელ და მინდა ყველას გვახსოვდეს, რომ გზა ევროპისკენ კანონის პატივისცემაზე გადის“, – განაცხადა მღებრიშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0