დავით სერგეენკო სომხეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრს შეხვდა

21/03/2017

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, სომხეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრს ლევონ ალთუნიანსა შეხვდა. კოლეგებმა საქართველოსა და სომხეთს შორის პარტნიორული თანამშრომლობის გაძლიერების გზებზე იმსჯელეს. დელეგაციის წევრები 2 დღის განმავლობაში (20-21 მარტი) გაეცნობობიან საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე და განხორციელებულ რეფორმებს, სამედიცინო რეგულირებისა და ფარმაცევტულ საკითხებს.
დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიან: სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე სამველ მარგარიანი და სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი ალექსანდრ ბაზარჩიანი;
ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები სამედიცინო დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობასაც გაეცნობიან.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0