ჭიათურის მუნიციპალიტეტში საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომა ჩატარდა .სხდომას მუნიციპალიტეტის გამგებელი ზურაბ კუპატაძე უძღვებოდა. შეხვედრაზე ჭიათურის მუნიციპალიტეტის მიერ საჯარო მოხელეთა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად თებერვლის თვეში გამოცხადებული კონკურსის შესახებ კომიისის წევრებმა ინფორმაცია მოისმინეს. როგორც შეხვედრაზე ითქვა, საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსის პირველი ეტაპი დასრულდა. მზადება მიმდინარეობს კონკურსის მეორე საგამოცდო ეტაპისთვის. ამ დროისათვის ზუსტდება სხვადასხვა ტექნიკური საკითხები და ჯერჯერობით ცნობილი არაა გამოცდის დანიშვნის თარიღი.
ჭიათურის მუნიციპალიტეტმა კონკურსი 25 ვაკანტური ადგილის დასაკავებლად გამოაცხადა
ჭიათურის მუნიციპალიტეტში საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომა ჩატარდა
13/03/2017