გამგებლის მიერ დაანონსებული ახალი ინიციატივა – ,,ერთი დღე სოფელში“ დაიწყო. გამგეობის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად კვირაში ერთ დღეს ის ხალხთან გაატარებს. პირველი სოფელი,სადაც შეხვედრა დღეს, 10 მარტს გაიმართა, ზემო მაჩხაანი იყო. აქ გამგებელი ნიკოლოზ ჯანიაშვილი ბენაანთ, რობიტაანთ და სხვა უბნების მაცხოვრებლებს შეხვდა. მან ადგილობრივი მოქალაქეებისგან პირადად მოისმინა ის პრობლემები და საკითხები, რომლებიც მათ სოფელში აწუხებთ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ნიკოლოზ ჯანიაშვილი ზემო მაჩხაანელებს სოციალური, ინფრასტრუქტურული თუ სხვა საჭირბოროტო საკითხების უახლოეს პერიოდში მოგვარებას დაპირდა.
გამგებლის აზრით, ეს ინიციატივა მოსახლეობასთან მეტი კომუნიკაციის საშუალებას მისცემს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს და ასევე, სერიოზულ როლს შეასრულებს მათი პრობლემების სწრაფად გადაწყვეტის საქმეში.
დღესვე გამგებელი სოფლის ბაგა-ბაღს ეწვია, შენობა დაათვალიერა და მის თანამშრომლებს შემოდგომისთვის ბაღის სრულ რეაბილიტაციას დაპირდა.
ახალი ინიციატივა – ,,ერთი დღე სოფელში“ დაიწყო
13/03/2017