იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველმა მოადგილემ, პაატა ნადირაძემ თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელთან, თემურ ქოჩიაშვილთან ერთად ქალბატონებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა. პაატა ნადირაძე სოფელ საზანოში მცხოვრებ 112 წლის ქალბატონს ესტუმრა და ნობათი გადასცა. ასევე, მხარის წარმომადგენელმა დღევანდელი დღე ეროვნული მოღვაწის ვანო ხუხუნეიშვილის დედას, ღვაწლმოსილ პედაგოგსა და მრავალშვილიან დედას მიულოცა.
გუბერნატორის პირველმა მოადგილემ ქალბატონებს 8 მარტი მიულოცა
08/03/2017