კონფერენცია – „კლიმატის ცვლილება და აჭარის სანაპირო ზონის განვითარების პერსპექტივები“ გაიმართა

02/03/2017

ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN), საქართველოს პარლამენტისა და აჭარის მთავრობის ინიციატივით, კონფერენცია – „კლიმატის ცვლილება და აჭარის სანაპირო ზონის განვითარების პერსპექტივები“ გაიმართა.
კონფერენციის მონაწილეებს მინისტრის მოადგილემ ეკატერინე გრიგალავამ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ და პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ კახაბერ კუჭავამ მიმართეს.
CENN -ის აღმასრულებელმა დირექტორმა ნანა ჯანაშიამ, კლიმატის გლობალური დათბობის ფონზე აჭარის სანაპირო ზონაში განლაგებული სხვადასხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობებისა და ინფრასტრუქტურული ობიექტების პოტენციალი შეაფასა.
კონფერენციაზე კლიმატის დათბობის და ზღვის დონის აწევის პირობებში აჭარის სანაპირო ზონის რეკრეაციული რესურსების მდგრადობის შეფასების შესახებ პრეზენტაციები წარმოადგინეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0