ქალაქ თელავის მერი პლატონ კალმახელიძე ქ.წამებულის ქუჩაზე არსებულ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას შეხვდა. შეხვდრაზე განხილულ იქნა ქალაქში არსებული მრავალსართულიანი ბინების ფასადების და მათ შორის, ქ. წამებულის #7-ში არსებული, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის მრავალსართულიანი კორპუსის სამომავლოდ, შესაძლო რეაბილიტაციის საკითხი. აღსანიშნავია, რომ ქალაქ თელავის მერიის თანადაფინანსებით, რეაბილიტაცია ჩაუტარდა აღნიშნული ამხანაგობის მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოებს, რაზეც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 20 000 ლარამდე დაიხარჯა.
თელავის მერი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას შეხვდა
27/02/2017