“კახეთი-იონმა” ყვარელში სისხლის ასაღები პუნქტი გახსნა. როგორც “კახეთი-იონის” ფინანსურ-ადმინისტრაციულმა დირექტორმა, სახელმწიფო მართვის ხელმძღვანელმა თამარ ცანკაშვილმა განაცხადა: “ადგილზე მოხდება ყველა სახის ანალიზის აღება, თანამედროვე სტანდარტების დაცვით და ოპერატიულად, ადგილობრივი მოსახლეობისთვის, გურჯაანში წაუსვლელად იქნება ხელმისაწვდომი ყველა იმ სერვისის მიღება, რაც “კახეთი-იონშია” შესაძლებელი. აქვე იმუშავებს საკონსულტაციო ჯგუფი და მათი მეშვეობით დაინტერესებულ პაციენტებს გაეწევათ კონსულტაციები, მიიღებენ ყველა სახის საჭირო ინფორმაციას და დაეხმარებიან შესაბამის სპეციალისტთან ვიზიტებში.” სისხლის ასაღები პუნქტის გახსნას ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებელი ილია მზექალაშვილი და ადგილობრივი ექიმები ესწრებოდნენ.
ყვარელში “კახეთი-იონმა” სისხლის ასაღები პუნქტი გახსნა
18/02/2017