ქედაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად ხორციელდება

17/02/2017

ამ დროის ინფორმაციით, ქედის მუნიციპალიტეტში 21 ერთეული მძიმე ტექნიკა ახორციელებს საავტომობილო გზების გაწმენდით სამუშაოებს. საგზაო დეპარტამენტის 14, ქედის სატყეო სამმართველოს 1 და მუნიციპალიტეტის 2 ერთეული ტექნიკა ყველა ადმინისტრაციულ ერთეულშია გადანაწილებული. რაც შეეხება ბათუმი-ახალციხის მაგისტრალს, ,,ზიმო – 7″ -ის 4 ერთეული ტექნიკა მობილიზებულია და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. ელექტროენერგია სრულად აღუდგა მერისის ადმინისტრაციული ერთეულის ყველა სოფელს. პირველ მაისსა და ოქტომბერში ამ დრომდე მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. სიტუაცია მართვადია. მუნციპალიტეტში კვლავ გადაუღებლად თოვს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0